LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მათ ან წაკითხული არ აქვთ კანონპროექტი, ან შეგნებულად თავს არიდებენ შინაარსზე საუბარს“ – „ხალხის ძალის“ პასუხი ელჩებს

142
გურამ მაჭარაშვილი

„როცა საუბარია პარტნიორების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე უნდა ითქვას, რომ მათ ან წაკითხული არ აქვთ კანონპროექტი, ან შეგნებულად თავს არიდებენ შინაარსზე საუბარს. კანონპროექტიდან ერთი მუხლი ვერავის მოჰყავს რომ თქვან რა ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს“ – ასე უპასუხა გურამ მაჭარაშვილმა ევროკავშირის ელჩის განცხადებას, რომლის თანახმადაც „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტები 12-პუნქტიან რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება.

რადიო „ ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში უმრავლესობის წევრმა თქვა, რომ დასავლელი პარტნიორების მხრიდან ისმის შეურაცხმყოფელი განცხადებები, თუმცა ამ განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს.

„სამწუხაროდ აშშ-დან და ევროპიდან ისმის შეურაცხმყოფელი განცხადებები. ევროატლანტიკური კურსი მათ რამდენიმე დღის წინ დაუკავშირეს სააკაშვილის საქმეს. დაკარგულია ფასი ამ განცხადებების. დღესაც, როცა საუბრობენ რომ ამ კანონს თუ მივიღებთ ევროკავშირში ვერ გავწევრიანდებით, ესეც ფასდაკარგულია“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემაში „დღის თემა.“

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი ამბობს რომ კონსულტაციები „ქართული ოცნების“ ლიდერებთან გაიარეს და პრინციპების დონეზე შეთანხმება უკვე არსებობს.

შეგახსენებთ დღეს პარლამენტში დიპლომატები შალვა პაპუაშვილს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. შეხვედრის თემა სწორედ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ კანონპროექტები იყო.

„ჩვენი მხრიდან ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ეს ინიციატივა ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება და კიდევ ერთხელ ვთქვით, რომ ინიციატივა 12-დან მინიმუმ 2 პუნქტს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ შეხვედრის შემდეგ.

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

„მარტივი დისკუსია არ იყო.. უცხოური აგენტების კანონპროექტი ევროკავშირის ნორმებსა და პრინციპებს არ შეესაბამება“ – ევროკავშირის ელჩი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ

„ვუთხარით, რომ ვენეციის კომისიაში გავგზავნით ორივე კანონპროექტს“ – პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერი – კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს

„ეს კანონები ძირს უთხრის იმ პროგრესს, რომლის ასაშენებლად საქართველოს ამდენი წელი დასჭირდა – კითხვას, რატომ იღებთ, ვფიქრობ, პასუხი უნდა გაეცეს“ – დეგანანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე

„ამგვარმა კანონმა შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია“ – ნედ პრაისი „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე

„სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პირით ითქვა ტყუილი, სიტყვა სიტყვით არის ნათარგმნი ამერიკული კანონი“ – კობახიძე „ხალხის ძალის“ კანონპროექტებზე

სუბარი: შეუძლებელია, რაც კარგია ამერიკული დემოკრატიისთვის, ცუდი აღმოჩნდეს საქართველოსთვის, წარმოუდგენელი ორმაგი სტანდარტია

magti 5g