„რაც უფრო მეტად ამტკიცებენ, რომ მათ საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვთ, მით უკეთესად იციან, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა კი არა, შეიძლება, 30%-საც ვერ მიუკაკუნონ“, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა და ამჟამად პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
სხვა საკითხებთან ერთად, გიორგი გახარიამ წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით,საკუთარ Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში ისაუბრა. „ქართულ ოცნებაზე“ საუბრისას კი თქვა, რომ მმართველ გუნდში მოსალოდნელ მაღალ შედეგებზე ეპატაჟურად საუბრობენ:
„მე ასეთ პრინციპს ვემხრობი: რაც უფრო მეტად ამტკიცებენ, რომ მათ საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვთ, მერწმუნეთ, მით უკეთესად იციან, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა კი არა, შეიძლება, 30%-საც ვერ მიუკაკუნონ.
ამიტომ, რაც უფრო მეტს ხმაურიანად და ვითომ ეპატაჟურად იტყვიან, რომ 60%-ს მივუახლოვდით, ეს 60% კარგ შემთხვევაში 2-ზე და ცუდ შემთხვევაში მათთვის, 3-ზე გაყავით და ეს არის მათი რეალური რიცხვი.“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ახალი პრეზიდენტის არჩევაზე, წინასაარჩევნო თაღლითობაზე, ევრონესტზეახალი პრეზიდენტის არჩევაზე, წინასაარჩევნო თაღლითობაზე, ევრონესტზე
Posted by გახარია on Sunday 24 March 2024