LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარია: ოთხოზორიას მკვლელობიდან 7 წლის თავზე, მისი მკვლელების პასუხისგებაში მიცემის ნაცვლად, მოსკოვიდან პირდაპირი რეისი შესრულდა – პასუხისმგებლობა შეეხება ყველას და უპირველესად დამალულ ივანიშვილს

135
გიორგი გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი რუსეთიდან პირველი ავიარეისის შესრულებას სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს, რომ „ოცნება“ მოცემულობას სიამაყით ხვდება:

„ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთმა თბილისში თავისი არასასურველი რეისი დასვა“ – პრეზიდენტი მოსკოვი-თბილისის პირველ რეისს ეხმიანება 

„დღეს, გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 7 წლის თავზე, მისი მკვლელების ჩამოყვანისა და პასუხისგებაში მიცემის ნაცვლად, მოსკოვიდან თბილისში შესრულდა პირდაპირი რეისი, რომელსაც „ოცნება“ სიამაყით ხვდება და ამას საკუთარ წარმატებადაც ასაღებს“, – წერს გახარია.

„რა თქმა უნდა, რუსეთი ოკუპანტი არ არის, საქართველოს ინტერესების მტერია ის, ვინც რუსეთს ოკუპანტს უწოდებს“ – თემურ მაისურაძე

ამის შესახებ „საქართველო-რუსეთის მეგობრობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა თემურ მაისურაძემ განაცხადა და აღნიშნულით უპასუხა კითხვას, არის, თუ არა რუსეთი ოკუპანტი.

როგორც ის აღნიშნავს, ვინმეს თუ ჰგონია, რომ ხალხის მიერ არჩეული ქვეყნის განვითარების ვექტორის შეცვლას ეცდება და პასუხისმგებლობას დაემალება, ცდება.

„პასუხისმგებლობა იქნება პერსონიფიცირებული და ეს ეხება ყველას და უპირველეს ყოვლისა დამალულ ივანიშვილს, რომელიც თავისი მარიონეტებით ამ პროცესს მართავს. ქართველი ხალხი აუცილებლად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, მშვიდობას და ევროპულ მომავალს“. – წერს გიორგი გახარია.

სერგეი გავრილოვი: „ვფიქრობთ, ავიამიმოსვლის განახლების შემდგომი ნაბიჯი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა იქნება“ 

ცნობისთვის, მოსკოვი-თბილისის თვითმფრინავი დაეშვა – რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავის დაჯდომა შამპანურით აღნიშნეს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 10 მაისს გააუქმა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შესაბამისი განკარგულება 15 მაისიდან ამოქმედდა. საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლას კომპანია Azimuth Airlines განახორციელებს.

 

magti 5g