LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარია: პოლიტიკური აქტივობა, რაც ქუჩაში ხდება, პიკის მოსვლას დააჩქარებს

110
123399737-729097887691822-7570573074906588713-n

“უფრო მძიმე სიტუაცია იქნება, ვიდრე ველოდით, რადგან მობილობა, რომელსაც ქუჩის აქციები იწვევს, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირშია ინფიცირების სწრაფ ზრდასთან” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომელიც მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა.

გიორგი გახარიას განცხადებით, პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანა კორონავირუსის პიკის მოსვლას დააჩქარებს.

“ჩვენ გადავდივართ ახალ ფაზაზე, დღეს უკვე კორონავირუსით ინფიცირების 2400-ზე მეტი ახალი შემთხვევა გვაქვს; იმ პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, რომელიც ქუჩაში მიმდინარეობს და ევროპაში ვირუსის გავრცელების დინამიკის გათვალისწინებით, როგორც ჩანს ზრდა გაგრძელდება, ეს ფაქტია და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ”, – აცხადებს პრემიერი.

აქციები და კორონავირუსი: ეს ნიშნავს დაახლოებით 1% გარდაცვლილ ადამიანებს

მთავრობის მეთაურის მტკიცებით, საჭიროა აბსოლუტურად ყველა სამინისტროსა და შესაბამისი უწყებების სრული მობილიზაცია.

“გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენ ადაპტაციის სტრატეგიას არ ვცვლით, მაგრამ ადაპტაციის პარალელურად, ძალზედ ეფექტურად უნდა ვიფიქროთ, რა შეიძლება, იყოს წერტილოვანი შეზღუდვების პაკეტი, რომელიც კიდევ უფრო ეფექტური იქნება. არ ვსაუბრობთ ქვეყნის მასშტაბით სისტემურ შეზღუდვებზე, არამედ წერტილოვან შეზღუდვებზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g