LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარია: რუსეთის ჯარი შემოიჭრა საქართველოში, მაშინდელი ხელმძღვანელობის, მათ შორის პუტინის დავალებით

98
BeFunky-collage (5)

2008 წლის აგვისტოში რუსეთის ჯარი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, “მაშინდელი ხელმძღვანელობის, მათ შორის ვლადიმერ პუტინის დავალებით” – ასე უპასუხა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ უხსენებია პუტინი გუშინ, 7 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებებში.

პრემიერმინისტრის თქმით, 8 აგვისტოს ომის თემით სპეკულირება არაეთიკური და ქვეყნისთვის დამაზიანებელია.

“ჩვენი ვალია, ყოველდღე გვახსოვდეს და პატივი მივაგოთ გმირებს” – პრეზიდენტი და პრემიერი მუხათგვერდის სასაფლაოზე მივიდნენ

“ბევრჯერ მითქვამს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აგვისტოში რუსეთმა, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადმოლახეს საქართველოს საზღვარი და სრულმასშტაბიანი აგრესია განახორციელეს. ასე დაიწყო ომი საქართველოში. ამ ომის შედეგად დღეს ჩვენ დაკარგული გვაქვს, უკვე სრულად ოკუპირებული გვაქვს 20% ტერიტორიებისა, ასობით ჩვენი მოქალაქე დავკარგეთ, ქვეყნის განვითარების პერსპექტივა დავკარგეთ და როცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვსაუბრობთ, თქვენ ხო არ გგონიათ, რომ ეს მიწაზეა მხოლოდ საუბარი, ადამიანებზეა საუბარი. დღეს საქართველოში გვყავს მხოლოდ ამ ომის შემდგომ 30 000 საკუთარი სახლიდან დევნილი ადამიანი, ეს არის ამ ომის შედეგები”, — განაცხადა გახარიამ.

“საქართველოს ომი არ დაუწყია! რუსეთი ოკუპანტია!” – მეუფე მელქისედეკ ხაჩიძე

რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, ომიდან 12 წლის შემდეგაც შეუსრულებელია.2008 წლის აგვისტოს ხუთდღიან საომარ მოქმედებებს დღეს ტრადიციულად მუხათგვერდის სასაფლაოზე იხსენებენ– იქ, სადაც ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპული გმირები არიან დაკრძალულნი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g