მე არ ვუერთდები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებს და მათ მოთხოვნებს – ამის შესახებ “ქართული მარშის” ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მისი მთავარი მოთხოვნა მთელი მთავრობის გადადგომა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა.
“სამეგრელოში დაწყებულია მოძრაობა, გიორგი გახარია დარჩეს შს მინისტრად. ამასთან დაკავშირებით იგეგმება აქციები და დემონსტრაციები. პირადად მე მიმაჩნია, რომ მთელი მთავრობა უნდა გადადგეს. მე არ ვუერთდები რუსთველის გამზირზე მიმდინარე აქციებს და მათ მოთხოვნებს. უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და მანამდე თუ გადადგება მთავრობა მთლიანად, არა კონკრეტულად გახარია, ბახტაძე ან ვინმე, მთავრობა თუ გამოაცხადებს გადადგომის შესახებ და დროებითი მთავრობა იქნება არჩევნების პერიოდში ეს იქნება იდეალური გამოსავალი. მე რიგგარეშე არჩევების მომხრე ვარ, რომელიც აუცილებლად უნდა დაინიშნოს სიტუაციის განმუხტვისთვის.” – განაცხადა “ქართული მარშის” ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ.