LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გახარიასთვის „კოკაინშიკობის“ დაბრალების იდეა, დიდი ალბათობით, მოშე კლუგჰაფტისგან მოდიოდა.. წინასაარჩევნო პერიოდი იქნება ძალიან მძიმე და ამორალური, თუმცა მზად ვართ, გამოუშვით, ბიჭებო“ – ანა ბუჩუკური 

166
Untitled design (8)

„გიორგი გახარიასთვის „კოკაინშიკობის“ დაბრალების იდეა, დიდი ალბათობით, სწორედ მოშე კლუგჰაფტისგან მოდიოდა“ – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა ტელეკოპმანია „პირველთან“ განაცხადა.

ბუჩუკურის თქმით, ისრაელიდან კლუგჰაფტის ჩამოყვანა ნიშნავს იმას, რომ „ოცნება“ წინასაარჩევნოდ ძალიან მძიმე და ამორალური კამპანიისთვის ემზადება.

„მოშე ცნობილი არის, ზოგადად, განსაკუთრებული ამორალური იდეებით.

როგორც მოსალოდნელი იყო, წინასაარჩევნო პერიოდი იქნება ძალიან მძიმე და ამორალური, თუმცა მზად ვართ, გამოუშვით, ბიჭებო“ – აღნიშნა ბუჩუკურმა.

„ჩვენ გავაფორმეთ კონტრაქტი მოშე კლუგჰაფტსა და მირი მიქაელთან, ეს არის ორი წამყვანი სტრატეგიული კონსულტანტი, რომლებიც დაგვეხმარებიან პიარკამპანიების დაგეგმვაში შემდეგი ერთი წლის განმავლობაში, ისინი ჩვენ ასევე გვეხმარებოდნენ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში და მაშინ ძალიან წარმატებული იყო მათი მხარდაჭერა,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ჩვენი პიარული გუნდის გაძლიერება ნიშნავს, რომ ჩვენთვის საკმარისი არ არის 55 პროცენტის მიღება, ჩვენი ამოცანაა, კიდევ გავაუმჯობესოთ შედეგი და დავასრულოთ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ – ირაკლი კობახიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g