LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი პიარული გუნდის გაძლიერება ნიშნავს, რომ ჩვენთვის საკმარისი არ არის 55 პროცენტის მიღება, ჩვენი ამოცანაა, კიდევ გავაუმჯობესოთ შედეგი და დავასრულოთ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ – ირაკლი კობახიძე

134
Untitled design (4)

„ჩვენ გავაფორმეთ კონტრაქტი მოშე კლუგჰაფტსა და მირი მიქაელთან, ეს არის ორი წამყვანი სტრატეგიული კონსულტანტი, რომლებიც დაგვეხმარებიან პიარკამპანიების დაგეგმვაში შემდეგი ერთი წლის განმავლობაში, ისინი ჩვენ ასევე გვეხმარებოდნენ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში და მაშინ ძალიან წარმატებული იყო მათი მხარდაჭერა,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც პირველ ტურში ჰქონდა მხოლოდ 38 პროცენტი, აიღო საბოლოო ჯამში 60 პროცენტი.

„საინტერესო რჩევები ჰქონდათ მათ. მაგალითად ერთ-ერთი მათი რჩევა იყო, რომ ჩაგვენაცვლებინა სალომე ზურაბიშვილის ბანერები ჩვენი ბანერებით, რაც გავითვალისწინეთ, სასარგებლო აღმოჩნდა და დაგვეხმარა შედეგის გაუმჯობესებაში.

ის ბანერები სისხლიანი იყო თუ არა ეს სხვა თემაა, მაგრამ ძალიან კარგად ასახავდა „ნაცმოძრაობის“ სახეს, თუმცა მათი იდეა ეს პრინციპში არ იყო. ეს იდეა სხვა კონსულტანტების მხრიდან გაჩნდა, რაც ასევე წარმატებული აღმოჩნდა.

საზოგადოებას მუდმივად უნდა ახსოვდეს ის, რა დანაშაულებიც აქვს „ნაცმოძრაობას“, რომ შეცდომა არ დაუშვას მომავალში.

ჩვენი პიარული გუნდის გაძლიერება ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის საკმარისი არ არის თუნდა 55 პროცენტის მიღება, ჩვენი პრინციპული ამოცანაა, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენი შედეგი და დავასრულოთ კოლექტიური „ნაცმოძრაობა.“

აქედან გამომდინარე, კიდევ მეტად გვჭირდება თუნდაც იმ ძალიან მაღალი ციფრების გაუმჯობესება, რომლებიც დღეს არ არის დაფიქსირებული. ჩვენ არ დავჯერდებით 55 პროცენტს, გვჭირდება უფრო მაღალი შედეგი.

ჩვენი კამპანია იქნება თვისებრივად პოზიტიური, ავაგებთ ამ კამპანიას იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. თუ დაგვჭირდება საზოგადოებისთვის შეხსენება, ვინ არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრები, ამასაც გავაკეთებთ,“ – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ კონტრაქტი გააფორმა მოშე კლუგჰაფტსა და მირი მიქაელთან, როგორც საარჩევნო პერიოდში სტრატეგიულ მრჩევლებთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g