LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახდი „ანტიჰაკერი“ – საქართველოში ქსელებსა და კიბერუსაფრთხოებას შეგასწავლიან

159
აკადემია აცხადებს კიბერუსაფრთხოება 715+400-04

თანამედროვეობის განვითარებასთან ერთად ციფრული სამყაროში დანაშაულის ჩადენის გზებიც ვითარდება. შესაბამისად, ქსელების სწორად გამართვა და კიბერუსაფრთხოება ყველა ორგანიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თანამედროვე სამყაროში კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ყოველთვის და ყველგან მოთხოვნადი კადრია. კიბერუსაფრთხოების კურსები მნიშნველოვანია ყველასთვის, ვინც თანამედროვე პროფესიებით ინტერესდება.

ჩვენს ეპოქაში კომპიუტერულ ინფორმაციული უსაფრთხოება ყველასთვის უმნიშვნელოვანესია, რადგანაც ჩვენი პირადი ცხოვრება სწორედ ამ ხაზზე გადის. ჩვენი სმარტფონი, კომპიუტერი, სახლის ან ავტომობილის გასაღებიც კი საკუთარ თავში უამრავ ფუნქციას და ჩვენს შესახებ ინფორმაციას მოიცავს, ინფორმაცია კი ძალიან ძვირად ფასობს ყველა დროში, არც თუ უსაფუძვლოდ არის ნათქვამი –ვინც ფლობს ღირებულ ინფორმაციას, ის ფლობს ძალაუფლებასაც“.

სხვადასხვა  ხასიათისა და ღირებულების ინფორმაციის მოპოვებისათვის რბოლაში ჩართულნი არიან კომერსანტები, სხვადასხვა ორგანოები, დანაშაულებრივი ორგანიზაციები და სხვა მრავალნი. სწორედ ახლაა საჭირო ნებისმიერი ჩვენგანისთვის  პირადი ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვა. ეს აუცილებელი მოცემულობაა ნებისმიერი სტრუქტურისთვის, რომელიც ფლობს ღირებულ ინფორმაციას ციფრულ მატარებლებზე.

კიბერუსაფრთხოებაპროფესიონალური პროგრამული დაცვა

პროფესიონალური ცოდნით აღჭურვილი სპეციალისტები, რომლებიც იცავენ და აკონტროლებენ ინფორმაციულ ნაკადებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აბსოლუტურად ყველას სჭირდება დღევანდელ დღეს, როგორც საიმედო დაცვა ჰაკერებისაგან, თქვენს კომპიუტერსა და ელექტრონულ ფოსტაში შემოჭრილი არასანქცირებული დაუპატიჟებელი სტუმრებისაგან.

არ დავიწყებთ აქ არატრივიალური გადაწყვეტილებების ჩამოთვლას, რაც შეიძლება მივიღოთ ჰაკერებისგან მოყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ყველგან მხოლოდ ელექტრონული სისტემებია, რომლებიც უნდა ვაკონტროლოთ და დავიცვათ ინფორმაციის გადინებისგან საიმედო, უსაფრთხო მეთოდებით საკუთარ სმარტფონებში, პლანშეტებში, კომპიუტერებში, საკრედიტო ბარათებში და სხვა მრავალ ციფრულ მოწყობილობებში.

ყველა შესაძლებლობა თქვენს ხელშია გახდეთ სპეციალისტები, შეიძინოთ ეგრეთწოდებული პროფესია “ანტიჰაკერი” და გახდეთ მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიონალი ყველა სფეროში.

მეტი ინფორმაციისთვის :

გამოიწერეთ ჩვენი FACEBOOK გვერდი.

ესტუმრეთ ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდს.

IT Academy STEPმსოფლიო ბრენდი 82 ფილიალითგახდი კვალიფიციური სპეციალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g