LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გახშირებულ სუნთქვასთან ერთად, ყველაზე საყურადღებოა.. ასეთი ბავშვი სახლში ნამდვილად არ უნდა იყოს“ – რას ამბობს ივანე ჩხაიძე

289
11

პედიატრი, პროფესორი ივანე ჩხაიძე გადაცემაში „ახალი დღე“ სეზონურ ვირუსებზე საუბრობს.

მისი თქმით, გრიპის პიკმა უკვე გადაიარა, ქვეყანაში ამ ეტაპზე გრიპი აღარ არის წამყვანი ვირუსი – ახლა უფრო აქტიურია რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი.

როგორც პედიატრი ამბობს, გრიპი ხშირად ფილტვების ანთებასთან ასოცირდება და ახასიათებს მაღალი სიცხე, ძლიერი ხველა და ყელის ტკივილი. მისი განმარტებით,
რესპირაციულ-სინციტიური ვირუსის შემთხვევაში კი ტემპერატურა შეიძლება დაბალი იყოს (38.5-მდე), თუმცა მთავარი სიმპტომია უჩვეულოდ გახშირებული, მსტვინავი სუნთქვა, რაც ბრონქიოლიტისთვის არის დამახასიათებელი.

„გახშირებულ სუნთქვასთან ერთად, ყველაზე საყურადღებო და ამავდროულად, საშიშია, როდესაც დედა ხედავს, რომ ბავშვის სუნთქვის სინქრონულად ნეკნთაშუა არეების მოძრაობა ჩანს და მონაწილეობა დამხმარე კუნთების სუნთქვის აქტში. ეს შეიძლება, იყოს გულ-მკერდის ჩადრეკა, ნეკნთაშუა არეების ჩადრეკა – ეს უკვე ნიშანია, რომ პირდაპირ, დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ სტაციონარს. ვინაიდან, აქ შეიძლება, ჟანგბადის დამატებით მიწოდება და სხვა დამხმარე ღონისძიებების ჩატარება იყოს საჭირო. ასეთი ბავშვი სახლში ნამდვილად არ უნდა იყოს“, – ამბობს ექიმი.

პროფესორი ასევე აღნიშნავს, რომ ბრონქიოლიტი ძირითადად 2 წლამდე ასაკში გვხვდება, ხოლო ყველაზე საშიშია პირველი 6 თვე. ასეთ შემთხვევაში ექიმის რეკომენდაციაა — ბავშვი აუცილებლად სტაციონარში უნდა გადაიყვანონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g