LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახსოვთ ეს ბავშვი? უკვე ჯანმრთელი და ბედნიერია და სკოლაში მიდის

74

პატარა ბიჭი, სახელად ჰოუპი, მშობლებმა გასულ წელს მიატოვეს, რადგან ფიქრობდნენ, რომ ის „ეშმაკისეული“ იყო.

აფრიკაში ბავშვების განათლებისა და განვითარების ფონდის დამფუძნებელმა ანჯა რინგრენ ლოვენმა ბავშვის შესახებ შეიტყო და გასული წლის იანვარში იპოვა კიდეც. ბიჭი ძალიან გამხდარი და დაავადებული იყო.

ფოტომ, სადაც ლოვენი ბავშვს ბოთლით წყალს ასმევს, მთელი მსოფლიო მოიარა.

ახლა კი  ჰოუპი უკვე ბედნიერი, ჯანმრთელია და უკვე სკოლაშიც მიდის.

დანიელმა ლოვენმა „ფეისბუქზე“ დაწერა :

„2016 წლის 30 იანვარს მე დევიდ ემანუელ უმენთან, ნსიდიბე ოროკთან და ჩვენს ნიგერიელ გუნდთან ერთად ბავშვის გადარჩენა გადავწყვიტეთ.

ამბავი მთელმა მსოფლიომ გაიგო ერთი წლის წინ და პატარა ბიჭი, სახელად ჰოუპიც ყველამ გაიცნო.

ამ კვირაში ჰოუპი სკოლაში სწავლას იწყებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g