LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Galaxy AI აქ არის

220
Galaxy AI

Samsung-მა 2024 წლის დასაწყისში, უახლესი Galaxy S24 სერიის გამოშვებით, მობილური მოწყობილობების ახალი ეპოქა დაიწყო, რომელიც სავსეა ინოვაციებით და შექმნილია ცხოვრების, კომუნიკაციისა და შემოქმედების სრული ტრანსფორმაციისთვის. ხელოვნური ინტელექტის (AI) დახმარებით, Galaxy-ის ფლაგმანი მოწყობილობები ნებისმიერი ინტელექტუალური მობილური ტელეფონებისთვის უფრო მაღალ სტანდარტს ადგენს. 

Galaxy AI მილიონობით ადამიანმა გამოცადა, ახლა კი ის კიდევ უფრო მეტი მომხმარებლისთვის გახდა ხელმისაწვდომი! 

Galaxy S24 სერიაში, Galaxy AI-ის დანერგვის შემდეგ, სმარტფონის მოხმარების პროცესი კიდევ უფრო საინტერესო და კომფორტული გახდა. ხელოვნური ინტელექტი გეხმარებათ: ენობრივი ბარიერების დაძლევაში, შთამბეჭდავი შემოქმედების გაზიარებასა და პროდუქტიულობაში.

28 მარტიდან One UI 6.1 განახლებამ კიდევ უფრო მეტ მოწყობილობაზე შემოიტანა ხელოვნური ინტელექტის ფუნქციები. ამ მოდელებში შედის Galaxy S23 სერია, S23 FE, Galaxy Z Fold5 და Z Flip5 და Galaxy Tab S9. 

მაისიდან კი, Galaxy AI მხარდაჭერა დაემატება Samsung-ის გასული წლის ფლაგმანებსაც, რომელთა შორისაა: Galaxy S22 სერია, Galaxy Z Fold4, Galaxy Z Flip4 და Galaxy Tab S8 სერიები.

შეგახსენებთ რამდენიმე ფუნქციას, რომელიც საქართველოში მომხმარებელთა ფავორიტი გახდა:

  • “შემოხაზე, რომ მოძებნო” ფუნქცია, რომელმაც რევოლუცია მოახდინა ობიექტების მოძიების მიმართულებით. მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ, სოციალური ქსელის სქროლვისას ან ვიდეოს ყურებისას სწრაფად გაიგონ ინფორმაცია იმ ობიექტზე, რომელიც მათ ეკრანზეა განთავსებული – თითის ან S pen-ის მარტივი მოძრაობით, აპლიკაციების გადართვის გარეშე.
  • Live Translate ფუნქცია, რომლითაც შესაძლებელია რეალურ დროში, ხმის და/ან  წარწერების გადათარგმნა. ფუნქცია ამცირებს თარგმანში დაკარგულ დროს და ზუსტად გადმოსცემს შინაარსს.   
  • Generative Edit სამსუნგის ხარისხიანი ფოტო-დამუშავების ფუნქციაა. მისი დახმარებით მომხმარებლებს შეუძლიათ შეცვალონ კადრის ფონი ან შეავსონ სიცარიელე ობიექტის ამოჭრის შემდეგ. შედეგად, უფრო დახვეწილი და მაღალი ხარისხის ფოტო მიიღება.

Galaxy AI-ს მეტი ფუნქციის სანახავად, ეწვიეთ Samsung Georgia-ს ვებგვერდს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები