„გალერია თბილისის“ შენობა მთლიანად დაკვამლიანებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი არ ფიქსირდება, თუმცა უსაფრთხოების გამო შენობიდან ადამიანების ევაკუაცია მაინც განხორციელდა. მათივე ინფორმაციით, დაკვამლიანება სავარაუდოდ გამწოვმა გამოიწვია.
საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე რვა სახანძრო მანქანა მუშაობს.
