სავაჭრო ცენტრ ”გალერია თბილისში” The North Face-ისა და Precious Crafts-ის მაღაზიები გაიხსნა.
The North Face ცნობილი ამერიკული ბრენდია, რომელიც სპორტულ ტანსაცმელს, აქსესუარებსა და ინვენტარს აწარმოებს. მაღაზია სავაჭრო ცენტრის მე-3 სართულზე მდებარეობს. Precious Crafts კი ძვირფასი სამკაულის მაღაზიაა, რომელიც 0 სართულზეა განთავსებული.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ”გალერია თბილისში” 10-ზე მეტი ახალი მაღაზია და ობიექტი გაიხსნა, მათ შორისაა: United Colors of Benetton, NYX, illy Café, Tac, Your Royal House, Zapatero Espanol, Chic BeBe, ლუკა პოლარე და ჰოუმი.
ამ ეტაპზე ათვისებულია სავაჭრო ცენტრის დაახლოებით 90%, ობიექტების 5% კი უახლოეს პერიოდში გაიხსნება, მათ შორის არის შემდეგი ბრენდები: მაგელანი, ტაბლა ექსპერესი და დუქანი, ფრანგული საცხობი, Silvio D’Italia (იტალიური რესტორანი), ლიბერთი ბანკი და სხვა.