LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”გალერია თბილისში” მსხვილი ფართების გაქირავება სამ თვეში დასრულდება

690

სავაჭრო ცენტრ ”გალერია თბილისში” მსხვილი ფართების გაქირავება 2-3 თვეში დასრულდება. როგორც ”გალერია თბილისის” პროექტში ”თანაინვესტირების ფონდის” ექსკლუზიური პარტნიორი კომპანია Colliers International Georgia-ს მმართველმა დირექტორმა ირაკლი კილაურიძემ ”ფორტუნას” განუცხადა, ფართების დამქირავებელთა რაოდენობა საკმაოდ დიდია და მსხვილ დამქირავებლებთან მოლაპარაკებები მალე დასრულდება.

”მსხვილი ფართების გაქირავების დასრულების შემდეგ, უკვე მცირე ფართების გაქირავება დაიწყება. ჯერ პროცესი არ დაგვისრულებია და მოლაპარაკებების პროცესში ვართ. წლის ბოლომდე ვგეგმავთ, რომ სავაჭრო ცენტრი ეტაპობრივად დავტვირთოთ”, – განმარტავს ირაკლი კილაურიძე,

მისივე თქმით, სავაჭრო ცენტრში მაღაზიის გახსნის სურვილი აქვთ, როგორც უცხოურ, ასევე ქართულ ბრენდებს.

სავაჭრო ცენტრი „გალერეა თბილისი” რუსთაველის გამზირზე, თბილისის ძველი უნივერმაღის ადგილას შენდება. საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა უნივერმაღის შენობა ჰოლანდიური კომპანიისგან „Doryphore Investment B.V 2015 წლის აპრილში შეიძინა. პროექტში ინვესტიციას 100%-ით ფონდი ახორციელებს და მისი ჯამური საინვესტიციო მოცულობა $77 მლნ ამერიკულ დოლარია. „გალერია თბილისში” 110 მაღაზია იქნება წარმოდგენილი. სამშენებლო სამუშაოები  2017 წელს დასრულდება.

magti 5g