მათთვის, ვისაც საფონდო ბირჟაზე არსებული ტენდენციები აინტერესებს და სურს გაიგოს, რა შესაძლებლობები არსებობს გლობალურ ბაზარზე ინვესტირების მიმართულებით, „გალტ & თაგარტი“ ონლაინ შეხვედრას გამართავს. ვებინარი 24 იანვარს, 19:00 საათზე გაიმართება და მისი მთავარი თემა „საინვესტიციო შესაძლებლობები და საფონდო ბირჟის ტენდენციები“ იქნება.
შეხვედრაზე სპიკერები – ნიკოლოზ მაზანაშვილი, „გალტ & თაგარტის“ ასოცირებული ბროკერი და დავით ნიშნიანიძე, „გალტ & თაგარტის“ საბროკერო მიმართულების ხელმძღვანელი, ინვესტირების ძირითად პრინციპებზე, 2023 წელს საფონდო ბირჟაზე გამოკვეთილ ტენდენციებსა და 2024 წლის მოლოდინებზე ისაუბრებენ.
ამასთან, ისინი აუდიტორიას „გალტ & თაგარტის“ სერვისებსა და მათი მეშვეობით გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე შექმნილ საინვესტიციო შესაძლებლობებს გააცნობენ.
ვებინარზე დასასწრებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.
(R)