LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამაოგნეს ანაფორიანმა ადამიანებმა, რომელთაც ვეღარ ვუწოდებ ღვთის მსახურებს: თამრიკო ჭოხონელიძე

526
თამარ ჭოხონელიძე

მომღერალი და პიანისტი თამრიკო ჭოხონელიძე 5 ივლისის მოვლენების შეფასებისას აცხადებს, რომ „ანაფორიანმა ადამიანებმა გააოგნეს, რის გამოც მათ ღვთის მსახურებს ვერ უწოდებს“. აღნიშნული განცხადება მან „ფორმულას“ ეთერში გააკეთა.

მისი განცხადებით, ძალადობა, რომელიც მრევლმა ჩაიდინა, სწორედ ანაფორიანი ხალხის ძალისხმევით მოხდა.

„რით მოგწამლეს ასე, რომ ასეთი ზიზღი ჩანერგეს ხალხში, ვინც ასე გამეტებით ურტყავს და იმეტებს თავის თანამოქალაქეს?! მე გამაოგნეს ანაფორიანმა ადამიანებმა, რომელთაც ვეღარ ვუწოდებ ღვთის მსახურებს. ის ძალადობრივი ქმედებები, რომელიც ხალხმა ჩაიდინა, მრევლმა, რომლებიც ძალიან იჩემებენ რომ ქრისტიანები არიან, მართლმადიდებლები არიან, ღმერთის სწამთ და ღმერთის ეშინიათ, ეს სწორედ ამ ანაფორიანი ხალხის ძალისხმევით მოხდა. თვითონ ამბობენ, რომ არც ერთ მღვდელს არ დაურტყამს, მაშინ როდესაც შენ უბიძგებ ათეულობით ადამიანს ეს გააკეთოს, ეს არ არის დარტყმა?!“, – აცხადებს თამარ ჭოხონელიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g