LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამარჯობა ბაბუა“ – ქეით მიდლტონმა მამამთილს სამიტზე არაოფიციალურად მიმართა

267
midlton45

დედოფალმა ელისაბეთმა დიდი შვიდეულის ლიდერებს კორნოულის საგრაფოში, ეგრეთ წოდებულ ედემის ბარში უმასპინძლა. შეხვედრას, სადაც დიდი შვიდეულის ლიდერებმა მეუღლეებთან ერთად მოიყარეს თავი, ასევე ესწრებოდნენ პრინცი ჩარლზი, კამილა პარკერ ბოულზი, პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი. სამეფო ოჯახმა სათითაოდ უმასპინძლა ყველა ლიდერს და ბოლოს ცერემონია ტორტის გაჭრით დასრულდა. ეს პატივი ცხადია, დედოფალ ელისაბეთს ერგო.

ამ მიღებაზე ქეით მიდლტონი ბრწყინავდა „ალექსანდრე მაქკუინის“ თეთრ კაბაში. ყველაზე საინტერესო კი ქეითისა და პრინც ჩარლზის შეხვედრის მომენტი გახდა: „გამარჯობა ბაბუა“ – არაოფიალურად მიესალმა ქეითი მამამთილს.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები