LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამარჯობა საქართველო“ – ახალი და ძველი სახეები „მაესტროზე“

915
120731550-356664335745927-7655803673410284733-n

ახალი სატელევიზიო სეზონი „მაესტრომ“ ახალი პროექტით დაიწყო. დილა, 9 საათიდან შეგიძლიათ დაიწყოთ პოზიტიური ინფორმაციების მიღებით, ახალ სახეებთან ერთად. ახალი „მაესტროელები“ – ლილე ნოზაძე და ნანუკა დეკანოსიძე, თანაწამყვანებთან ერთად, პოლიტიკის, სოციალური თემების, კულტურის, სპორტის და სხვა ყველაზე აქტუალური თემების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას გაწვდიან.

„მაესტროელების“ გუნდს შეუერთდა ცნობილი წამყვანი თამუნა გომართელი, რომელიც მაყურებლისთვის დადებითი განწყობის შექმნაზე დილიდან ზრუნავს.

დილის შემეცნებით-გასართობ გადაცემაში საინტერესო ამბებს საინტერესო სტუმრებისგანაც მოისმენთ.

„გამარჯობა საქართველო“ – ყოველ სამუშაო დღეს, დილის 9-დან 10 საათამდე, საინტერესო, სახალისო და მრავალფეროვანი ამბები – ყველაფერი მხოლოდ „მაესტროს“ მაყურებლისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g