LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამარჯვებამდე ნამდვილად ვიქნები პრეზიდენტი. შემდეგ რა იქნება, არც კი ვფიქრობ.. უბრალოდ, ძალიან მინდა ზღვაზე, ლუდის დალევაც ძალიან მინდა: ზელენსკი

190
ვოლოდიმირ_ზელენსკი_75895129999

უკრაინის პროდიუსერი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე საკითხის კომენტირებისას თქვა, რომ პუტინი მასობრივი განადგურების იარაღს სავარაუდოდ არ გამოიყენებს, რადგან მას სიცოცხლე უყვარს.

ამის შესახებ მან ჟურნალისტ დევიდ ლეტერმანთან ინტერვიუში განაცხადა.

„მე ის მინახავს და მინახავს მისი სიცოცხლის სურვილიც. მას ძალიან უყვარს სიცოცხლე. ის ძალიან გრძელ მაგიდასთანაც ამიტომ ზის. მას „კოვიდის“ თუ რაღაცის ეშინია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მას სიკვდილის ეშინია. ამიტომ, არ ვარ დარწმუნებული, რომ ის მზადაა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს. ის ხვდება, რომ თუ ის ამ იარაღს გამოიყენებს, მაშინ შემდეგი ნაბიჯი იქნება ნებისმიერი სახელმწიფოსგან გადადგმული პირადად მისკენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა აცხადებს, რომ ის პრეზიდენტად ომში გამარჯვებამდე დარჩება.

„გამარჯვებამდე ნამდვილად ვიქნები პრეზიდენტი. შემდეგ რა იქნება, არც კი ვფიქრობ. ჯერ ამაზე არ ვფიქრობ, არ ვარ მზად. უბრალოდ, ძალიან მინდა ზღვაზე, ლუდის დალევაც ძალიან მინდა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები