LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამარჯვების” ეიფორიაში ჩავარდნილი „ჭიჭე ვაშაძე” ამტკიცებს, რომ კონვენციაა ჩამკეტი ჯალათების ამნისტირებისთვის – ეს ძალიან დიდი ტყუილია: კოტე კემულარია

103
კოტე კემულარია

„ტრიბუნას“ ერთ-ერთი ლიდერი, კოტე კემულარია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის ამნისტიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მისი კომენტარი ძალიან დიდი ტყუილია, მათ შორის იურიდიული.

„გამარჯვების” ეიფორიაში ჩავარდნილი „ჭიჭე ვაშაძე” ამტკიცებს, რომ კონვენციაა ჩამკეტი ჯალათების ამნისტირებისთვის. ეს კი, ძალიან დიდი ტყუილია, მათ შორის იურიდიული,” – აცხადებს კოტე კემულარია.

“ტრიბუნას” წარმომადგენელმა ოპოზიციური სპექტრიდან ხათუნა სამნიძეც გააკრიტიკა და თქვა, რომ შეცდომიდან ტყუილებით თავის დაძვრენა შეუძლებელია, თუნდაც დიდი ტყუილებით.

„ახალი ლიდერი“ ხათუნა სამნიძე დღესაც გვიმტკიცებს, რომ ამნისტიის თუნდაც ორი დაპირისპირებული პროექტი არ არის ამ შეთანხმების კრახი. ეს, თურმე „ჯანსაღი პროცესია.”

იურისტმა სტუდენტებმაც კი იციან, „გავრილოვის ღამეს ხელისუფლების წარმომადგენლობის მიერ ჩადენილი არის სამოხელეო დანაშაულები, მათ შორის, ძალიან მძიმე, მაგრამ არცერთი მათგანი, არაადამიანური მოპყრობის კონვენციის მუხლებთან პირდაპირ კავშირში არ არის,“ – განაცხადა კემულარიამ.

მისი თქმით, შეთანხმების ხელმომწერებმა კარგად იცოდნენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დოკუმენტში პირდაპირ ჩაწერა : – „ამნისტია შეეხება ყველა დარღვევას.”

„მათ კარგად უწყოდნენ, რომ ამით „ოცნება“ ოკუპაციის გამპროტესტებლებს ათანაბრებდა და მათ დამსჯელ ჯალათებს. მაინც მოაწერეს ხელი, რითაც ხელისუფლებას გზა გაუხსნეს  „თავისი ჩადენილი კოლექტიური და მძიმე სამოხელეო დანაშაული“, როგორც მისთვის და მისი ლიდერისთვის ძალიან არასასურველი მოვლენა, ამნისტიით „გადაეფურცლა.” უსამართლობასა და პრიმიტივიზმთან ერთად,“ – აღნიშნა კოტე კემულარიამ.

მისი შეფასებით, კოლექტიურ ელისაშვილებთან გარიგებისთვის ეროვნული თანხმობის დოკუმენტის დარქმევა, საერთოდ თავხედობა და ერის დაცინვის მცდელობაა. როგორც კემულარიამ აღნიშნა. საშინელი ამნისტია ისტორიაში შევა, როგორც მსოფლიოში ყველაზე არა ადეკვატური.

“საკუთარი თავისთვის ეპატიებინოს, რომელიმე ხელისუფლებას მძიმე დანაშაული, ასეთი რამ ჯერ არსად მომხდარა. ასევე უკიდურესი ცინიზმია, თავისუფლებისთვის თავგანწირვით მებრძოლი ადამიანის, ნიკა მელიას სახელის ძალით ამ სახელისუფლებო ძალადობის აქტისთვის მიწებება,“- განაცხადა კემულარიამ.

პარლამენტში ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტი დარეგისტრირდება: გიორგი ვაშაძე

 

magti 5g