LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტში ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტი დარეგისტრირდება: გიორგი ვაშაძე

166
6giorgi-vashadze

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის თქმით, პარლამენტში ამნისტიის შესახებ ორი სხვადასხვა, ოპოზიციისა და “ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილი კანონპროექტები დარეგისტრირდება.

„შევთანხმდით იმაზე, რომ ძალადობის საქმეები დაემატა მათ კანონპროექტსაც და „ქართული ოცნების“ კანონპროექტში მაკო გომურის ტიპის საქმეებზე კიდევ დამატებითი გარანტიები იქნება, რომ ამნისტია არ გავრცელდება. ვერ შევთანხმდით დაზარალებულთა თანხმობაზე, „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ თანხმობა არ უნდა მოვითხოვოთ. ჩვენ ვთვლით, რომ დაზარალებულის თანხმობა არის აუცილებელი. იქნება სამი საკომიტეტო მოსმენა და ამის შემდეგ კონკრეტულად გადაწყდება, რომელ კანონპროექტს მიიღებს პარლამენტი. მთავარი ისაა, რომ „ქართული ოცნება“ დაეთანხმა საზოგადოების მოთხოვნას და ჯალათებთან მიმართებაში ვერ იქნება ამნისტია გამოყენებული ვერცერთ შემთხვევაში“, – განაცხადა ვაშაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები