ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს, რომ „პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო გამჭვირვალობის კანონზე კიდევ ერთხელ გადააზრებისთვის ქმნის მომენტს“.
სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ვეტო დაადო
არლ მიშელი ყველა პოლიტიკოსს მოუწოდებს გამოიყენონ შესაძლებლობის ეს ფანჯარა და საქართველოს ევროპულ კურსზე დარჩენა უზრუნველყონ.
„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო გამჭვირვალობის კანონზე კიდევ ერთხელ გადააზრებისთვის ქმნის მომენტს. ამჟამინდელ ფორმაში – კანონი ევროკავშირის ღირებულებებსა და გზას არ შეესაბამება. საქართველოში ყველა პოლიტიკოსსა და ლიდერს მოვუწოდებ, რომ კარგად გამოიყენონ შესაძლებლობის ეს ფანჯარა და საქართველოს ევროპულ კურსზე დარჩენა უზრუნველყონ, რასაც მოსახლეობა უჭერს მხარს. საქართველოში მიმდინარე მოვლენების ახლოდან დაკვირვებას განვაგრძობ“, – წერს მიშელი.
„გაიწვიეთ ეს კანონი“ – ევროკავშირის ელჩი საქართველოში