LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

254
ing

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ თანამდებობა დატოვა.

როგორც „ფორტუნას“ გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება, სოფო გორგოძემ პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე,  რამდენიმე დღის წინ დაწერა.

სოფო გორგოძე ცენტრს პირველი იანვრიდან აღარ უხელმძღვანელებს.

ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა თანამდებობის დატოვების მიზეზი.

სოფო გორგოძე გამოცდების ეროვნულ ცენტრს 2018 წლის ოქტომბრიდან ხელმძღვანელობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g