LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა – შეფასება შეიცვალა 1435 შემთხვევაში

75
bv

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა. სულ შემოვიდა 3355 სააპელაციო განაცხადი (ნაშრომების საერთო რაოდენობის 3%) და შეფასება შეიცვალა 1435 შემთხვევაში,- ინფორმაციას ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საგანმანათლებლო პროგრამების წაშლისა და დამატების საშუალება აბიტურიენტებს 25 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით აქვთ. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ ისინი პრიორიტეტულ ჩამონათვალში ცვლილებებს ვეღარ შეიტანენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს გამოცდების მონაწილეებს, საკუთარ სარეგისტრაციო გვერდზე კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნონ სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებულ კონკურსს, მიღებულ შედეგს (გათანაბრებულ ქულებს) და შესაბამისად შეადგინონ მათი საბოლოო პრიორიტეტული ჩამონათვალი.

აბიტურიენტებს საშუალება აქვთ შეუზღუდავი რაოდენობით აირჩიონ ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მოთხოვნებსაც შეესაბამება მათ მიერ ჩაბარებული საგნობრივი გამოცდები და მიღებული ქულები.

ცენტრი ასევე შეახსენებს აბიტურიენტებს, არ დაავიწყდეთ ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შემდეგ ღილაკის – „შენახვა“ გამოყენება.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების ჩამონათვალი, ასევე ყველა სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მითითებულია „ცნობარში აბიტურიენტებისათვის“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g