LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოჩნდება, რა ფულით გეგმავენ პოლიტიკური საქმიანობის წარმოებას, რომელი ტელევიზიები დაუჭერენ მხარს და ა.შ: ირაკლი კობახიძე გახარიას გუნდზე

80
კობახიძე - გახარია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას: მიიჩნევს, თუ არა ყოფილ პრემიერს გიორგი გახარიას არჩევნებში რეალურ კონკურენტად, პასუხობს და აცხადებს, რომ: „ყველაფერი გამოჩნდება უახლოეს მომავალში, გამოჩნდება, რა ფულით გეგმავენ პოლიტიკური საქმიანობის წარმოებას, რომელი ტელევიზიები დაუჭერენ მხარს და ა.შ“.

საუკეთესო შემთხვევაში გავა მესამე ადგილზე: ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიაზე

ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ – კვლევა ჩავატარეთ, კალაძე პირველ ადგილზეა რეიტინგში: ირაკლი კობახიძე

მისივე განმარტებით, „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა თვითმმართველობის არჩევნების დამაჯერებლად მოგებაა.

„ეს ყველაფერი ბუნებრივია, ცხადად გვიჩვენებს იმას, თუ რომელი მიმართულებით იქნება ესა თუ ის პოლიტიკური პარტია. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, თუმცა, ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის, ჩვენთვის საინტერესოა ჩვენი დღის წესრიგი, ის, რომ ამ არჩევნებზე მივიღოთ სათანადო შედეგი და შედეგი აუცილებლად იქნება მიღწეული. ნებისმიერ პირს, ნებისმიერ პარტიას შეუძლია გააქტიურდეს, ეს არის მათი უფლებაა. ჩვენი ამოცანა არის ამ არჩევნების დამაჯერებლად მოგება და ამისთვის ვართ მათ შორის დღეს შეკრებილები“,- განაცხადა კობახიძემ.

პოპულალურები