LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ – კვლევა ჩავატარეთ, კალაძე პირველ ადგილზეა რეიტინგში: ირაკლი კობახიძე

83
ირაკლი-კობახიძე

„ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ – კვლევა ჩავატარეთ, კალაძე პირველ ადგილზეა რეიტინგში“, – ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „რუსთავი2“-ის ეთერში გააკეთა. მისი თქმით, თბილისის მოქმედ მერს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს “ქართული ოცნების” გუნდში.

კობახიძის განმარტებით, კახა კალაძე გამორჩეულად მაღალრეიტინგული ფიგურაა ქართულ პოლიტიკაში.

„ჩვენ გვაქვს ბოლო დროს ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვები. რა თქმა უნდა, კვლევაში არ იყო დასახელებული ბიძინა ივანიშვილი, იქიდან გამომდინარე, რომ მან დატოვა პოლიტიკა. დანარჩენი ყველა, ვინც არის აქტუალური და დღეს ჩართული პოლიტიკაში, ყველას სახელი და გვარი ვიკითხეთ. შემიძლია ერთი საიდუმლო გაგანდოთ, რომ კახი კალაძე არის პირველ ადგილზე რეიტინგით დღეს. ეს არის არსებული მოცემულობა, ის არის გამორჩეულად მაღალრეიტინგული ფიგურა ქართულ პოლიტიკაში და, შესაბამისად, მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს “ქართული ოცნების” გუნდში,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები