LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოძახებაზე ტრაქტორით მისულმა ექიმმა, 32 წლის ქალის მშობიარობა მარტომ მიიღო

152

გამოძახებაზე ტრაქტორით მისულმა ექიმმა, 32 წლის ქალის მშობიარობა მარტომ მიიღო. როგორც ფორტუნას ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს,  მშობიარობა 32 წლის მარინა დიასამიძეს, სწორედ მაშინ დაეწყო, როდესაც სოფელში დიდთოვლობა იყო და რეგიონული სასწრაფო დახმარების მანქანას მშობიარე ქალბატონის სახლამდე ასვლა გაუჭირდა. სასწრაფო დახმარების ექიმი მარიამ გაფრინდაშვილი მელოგინეს სახლამდე ტრაქტორით მივიდა და მშობიარობა მარტომ მიიღო. სულ მოკლე ხანში, მშობიარე ქალბატონის სახლთან რეგიონალური სასწრაფო დახმარების მანქანაც გამოჩნდა. დედა და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ. პროცესში ჩართული იყვნენ ჯანდაცვის სამინისტრო, კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი, მუნიციპალიტეტი და სხვა სამსახურები. ახლად დაბადებული სიცოცხლის გადარჩენა არაერთი ადამიანის ძალისხმევით მოხერხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g