ვირჯინიაში გაზის სავარაუდო გაჟონვის გამო პოლიცია გამოძახეს. მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ განგაში უსაფუძვლო იყო, აღნიშნულ გამოძახებაზე მისული პოლიციელი ტროტუარზე წამოწვა და ბავშვებთან თოჯინებით თამაში დაიწყო. ამის შესახებ CNN წერს.
გამოცემის ცნობით, ოფიცერი ფლემინგი, 15 წელია ვირჯინიის პოლიციაში მსახურობს. მისი მოწოდებაა ემსახუროს, დაიცვას და შემდეგ თოჯინებით ითამაშოს.
“საქმე ჩემგან ბევრად მეტს ითხოვს, ვიდრე საჯარიმო ბილეთების გამოწერა და მკაცრად მოქცევა”- ამბობს პოლიციელი.
მისი გულისხმიერი ქმედებსი ამსახველი ვიდეომასალა ადგილობრივებმა ფეისბუქში გაავრცელეს.
“როცა ვუთხარი, რომ ჩემ შვილსა და დის შვილს პოლიციელების ეშინოდათ, ის მათთან მივიდა და თამაში დაიწყო. მისი დანახვისას ჩემს დის შვილს ცრემლები არ წამოსვლია და მას მშვიდად შეხვდა”, – უთხრა იეშა როპერმა CNN-ს.
https://www.facebook.com/iesha.roper/videos/pcb.2537334949614735/2537334359614794/?type=3&theater