LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გამოძიება იქნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი” – 2008 წლის ომზე გამოძიების დაწყებას ბენსუდა ეხმაურება

60

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 2008 წლის ომზე გამოძიების დაწყების საკითხს თავად პროკურორი ფატუ ბენსუდა ეხმაურება. პროკურორი დეტალებს განმარტავს.

მისი თქმით, სასამართლოს არ შეუძლია გამოძიების დაწყება იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო უკვე იძიებს იმავე საქმეებს. საქართველოს შემთხვევაში კი ასეთი გამოძიება გასული წლის მარტში შეჩერდა, რუსეთში კი ისევ მიმდინარეობს და მას საერთაშორისო სასამართლოს საგამოძიებო ჯგუფი დააკვირდება.

“სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ჩემს ოფისს მისცა უფლება, რომ დაიწყოს გამოძიება საქართველოში 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩადენილ დანაშაულებზე. გამოძიების დაწყება გასული წლის ოქტომბერში მოვითხოვეთ, საქართველოში ჩადენილი დანაშაულებების შესახებ სანდო ინფორმაციის საფუძველზე, რომელშიც სამივე მხარე მონაწილეობდა. სასამართლოს არ შეუძლია გამოძიების დაწყება იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო უკვე იძიებს იმავე საქმეებს. ბოლო დრომდე ქართული და რუსული გამოძიებები პროგრესულად მიმდინარეობდა, თუმცა საქართველოში მარტში ამ მიმართულებით მუშაობა შეწყდა. ჩვენი გამომძიებლები ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან შეაგროვებენ. ის იქნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი,”- განაცხადა ფატუ ბენსუდამ.

გამოძიების პროცესში იგეგმება ეჭვმიტანილების იდენტფიკაცია და იმ შემთხვევაში, თუ ამა თუ იმ დანაშაულში ვინმეს ბრალეულობა დამტკიცდა, სასამართლო დაკავების ორდერსაც გასცემს. გამოძიება დროში არ არის შეზღუდული. ბენსუდა კონფლიქტში ჩართული მხარეებისგან თანამშრომლობას მოელის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები