LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰააგის სასამართლო ავღანეთში გამოძიებას იწყებს

57

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ავღანეთში შესაძლო სამხედრო დანაშაულების გამოძიების დაწყებას მოითხოვს. ამ მოთხოვნით პროკურორმა ფატუ ბენსუდამ სასამართლოს ნებართვა სთხოვა. ინფორმაციას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ავრცელებს.გამოძიების ფარგლებში ბრალდებულებად შესაძლოა დასახელდნენ ამერიკელი სამხედროები, აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტო, ავღანეთის უშიშროების ძალები და, რა თქმა უნდა, თალიბები.

განცხადების თანახმად, ავღანეთში სამხედრო დანაშაულების შესახებ გამოძიებას პროკურორი 2006 წლიდან ატარებდა. მოპოვებული ინფორმაციის შედეგად კი დადგინდა, რომ გამოძიების გასაგრძელება აუცილებელია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავღანეთში სისხლის სამსართლის საერთაშორისო სასამართლოს საქმიანობას ეწინააღმდეგება.  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო  – პირველი მუდმივი სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის კომპეტენციაში შედის იმ პირების გასამართლება და დასჯა, რომლებსაც ბრალი ედებათ გენოციდში, სამხედრო დანაშაულებებში და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები