LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოძიებამ თუ იცის, რომ გვამის ადგილამდე სამანქანო გზაც მიდის?!

201
66666

ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, მორიგ სკანდალურ პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, იქ სადაც გვამი აღმოაჩინეს, სამანქანო გზაც მიდის. თუმცა კილაძე არაა დარწმუნებული, რომ ეს გამოძიებამ იცის.

ასევე მას კითხვა აქვს გიორგი შაქარაშვილის ბიძის პოზიციასთან დაკავშირებით:

“რატომ აცხადებს წინასწარ შაქარას ადვოკატი ბიძა, რომ ტოიოტა ქამრში მსხდომი ექვსივე პირი უნდა დაისაჯოს?!

იქნებ მკვლელი მერსედესში იჯდა?

და ნეტა გამოძიებამ თუ იცის,რომ გვამის აღმოჩენის ადგილამდე სამანქანო გზაც მიდის ?!

თუ მარტო ეკალ-ბარდების და ბილიკის ვერსიაზე მუშაობენ?(მანდ კამერებსა და ანძებს შორის დროში ვერ ეტევით რომ იცოდეთ)” – წერს კილაძე.

19 წლის ფეხბურთელი მცხეთის ტერიტორიაზე გაუჩინარდა, 4 დღის შემდეგ ის მდინარეში იპოვეს. შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული. თუმცა, უკვე თითქმის ერთი თვეა მომხდარზე რეალური სურათი ვერ გამოიკვეთა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები