კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიწყოს გამოძიება ნიკა გვარამიას მიმართ მუქარის შემცველი განცხადების თაობაზე.
კოალიციის განცხადების თანახმად, ცნობილი გახდა, რომ „მთავარი არხის“ დირექტორს, „ძალადობრივი ჯგუფის წევრები ალტ – ინფოს ფეისბუკ არხის დაბლოკვის გამო სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან“.
ნიკა გვარამიამ დღეს ფეისბუკზე გაავრცელა სქრინშოტი „ალტ-ინფოს“ ტელეგრამის ჩატიდან, სადაც ჩანს, რომ ერთ-ერთი მომხმარებელი გვარამიას აგინებს და წერს, რომ მას სახლი უნდა გადაუწვან, „ქილერი დაიქირავონ და ჩაცხრილონ მანქანაში.