LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოფენა, რომელიც ცნობილ მოცეკვავეს, ზურაბ კიკალეიშვილს ეძღვნება…

194

25 ოქტომბერს 18:00 საათზე ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში გაიხსნება  გამოფენა „ზურაბ კიკალეიშვილი – რეტროსპექტივა“, რომელიც ეძღვნება ცნობილ ბალეტის   მსახიობს,  ქორეოგრაფს, პედაგოგს, კინომსახიობს – ზურაბ კიკალეიშვილს.

ზურაბ კიკალეიშვილი 1924 წლის 25 ოქტომბერს დაიბადა და სიმბოლურად მისი შემოქმედების ამსახველი გამოფენაც მის დაბადების დღეს იხსნება. მოსკოვის ქორეოგრაფიული  სასწავლებლის დამთავრების  შემდეგ, მან კარიერა საქართველოში გააგრძელა,  ის ჭაბუკიანის მოსწავლე და მასთან  ერთად ქართული ბალეტის ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო.

ბატონი ზურაბი 1942 წლიდან  თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი გახლდათ. 1942 წლიდან თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელში ასწავლიდა. სხვადასხვა წელს მუშაობდა „ტოკიო ბალეტ”-ის  (1967-1968 წწ) , ქ. სტოკჰოლმის სამეფო ბალეტის თეატრის; (1978-1979წწ)  თურქეთის  (1983-1984 წწ) საბალეტო დასებთან.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ცნობილი მოცეკვავის, პედაგოგისა და ქორეოგრაფის  შემოქმედებისა  და მოღვაწეობის ამსახველი მასალები, ვახტანგ ჭაბუკიანის  მემორიალურ  ბინა-მუზეუმის ფონდსა და ასევე ზურაბ კიკალეიშვილის შვილის, მაკო აბაშიძის პირად არქივში  დაცული  მასალები: ფოტოსურათები, ნახატები, ჩანაწერები საბალეტო სპექტაკლებიდან და ფრაგმენტები კინოფილმებიდან: „გორდა“, „ოტელო“, „სინათლე“ და  „ვერის  უბნის  მელოდიები“. სადაც ზურაბ კიკალეიშვილის პარტნიორები არიან: ვახტანგ ჭაბუკიანი, ლილიანა მითაიშვილი, ვერა წიგნაძე და ევგენია გელოვანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g