LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აპლოდისმენტებით შეწყვეტილი სპექტაკლი: ტოსკამ თბილისში ანშლაგით ჩაიარა

210
57083593_10157757345838968_3550871328728809472_o

14 აპრილს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ჯაკომო პუჩინის ოპერის „ტოსკა“ საპრემიერო ჩვენება გაიმართა, რომელიც საქართველოს სახალხო არტისტის, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატის, ზურაბ ანჯაფარიძის ხსოვნას მიეძღვნა.

სპეციალურად ამ დღისთვის თბილისის ოპერის თეატრს მსოფლიოში აღარებული ბარიტონი გიორგი გაგნიძე ეწვია და „ტოსკაში“ სკარპიას პარტია იმღერა, რომელსაც ეს პარტია მსოფლიოს წამყვან სცენებზე აქვს შესრულებული. მათ შორის ნიუ-ორკის მეტროპოლიტენ ოპერაში, ვენის შტაატსოპერაში და სხვა.
გაგნიძესთან ერთად სპექტაკლში მონაწილეობას იღებდნენ ვალერიანო გამგებელი (მარიო კავარადოსი), ნანა ქავთარაშვილი (ფლორია ტოსკა).

აღსანიშნავია, მომღერლების განსაკუთრებული სამსახიობო ოსტატობა, რაც არც თუ ხშირად გვხვდება საოპერო დადგმებში.

გაგნიძის ჰეროიკულ და ელეგანტურ ტემბრთან ერთად არაჩვეულებრივი იყო მისი სამსახიობო ოსტატობით გამოხატული გმირის სადისტური ხასიათი და ამავე დროს ტოსკასადმი ვნებით გაჟღენთილი ცინიზმი.

ვალერიანო გამგებელის მთავარი არია „ციმციმებენ ვარსკვლავები“ მაყურებელთათვის განსაკუთრებულად ამაღელვებელი აღმოჩნდა. დარბაზის მოთხოვნით იტალიელმა დირიჟორმა ალბერტო ვერონეზიმ (ჯაკომო პუჩინის ფესტივალის დირექტორი), კავარადოსის ეს არია მეორედ შეთავაზა მაყურებელს. აპლოდისმენტების ხანგრძლივობამ, შეიძლება ითქვას, სპექტაკლი შუაზე გახლიჩა.

პარტნიორ მამაკაცებს ღირსეულად უმშვენებდა გვერდს ნანა ქავთარაშვლი. მისი აღმაფრთოვანებელი ვოკალური მონაცემებით შესრულებული ტოსკა, სცენაზე დამაჯერებლად გათამაშებული ტრაგიკული სიყვარულის ისტორია, დაბოლოს თავგანწირვით სიკვდილი, მართლაც რომ ერთ ერთი საუკეთესო იყო, რაც კი ჩვენს მაყურებელს ბოლო დროს ოპერის სცენაზე უნახავს.

თბილისში პუჩინის ოპერა „ტოსკა“ პირველად 1904 წლის 5 თებერვალს დაიდგა და მას შემდეგ თეატრის რეპერტუარში მუდმივი ადგილი დაიმკვიდრა.

 

 

გამოყენებულია ხატია ჯიჯეიშვილისა და ლადო ვაჩნაძის ფოტოები

 

„ტოსკა” ჩემი პირველი ოპერა იყო – გიორგი გაგნიძეს 14 აპრილს თბილისის ოპერის სცენაზე ვიხილავთ

 

„ტოსკა“ – ჯაკომო პუჩინის სამმოქმედებიანი ოპერაა.
ის ხშირად იდგმება მსოფლიოს თეატრებში. პიესა სარა ბერნარისთვის სპეციალურად დაიწერა და მსახიობს უდიდესი წარმატება ხვდა წილად. პრემიერა 1887 წლის 24 ნოემბერს პარიზის პორტ-სენ-მარტენის თეატრში დაიდგა.

პუჩინიმ „ტოსკა“ მილანში ნახა, აღფრთოვანდა და თავის გამომცემელს დაავალა სასწრაფოდ ეწარმოებინა მოლაპარაკება დრამატურგ სარდუსთან, რათა მიეღო ნებართვა, რომ მის მიხედვით ოპერა დაეწერა.
ინტერესი ასევე გამოხატეს ვერდიმ და ფრანკეტიმ.

პუჩინიმ ავტორთან შეათანხმა სიუჟეტის ზოგიერთი დეტალი და პიესიდან ამოიღეს ყველა მეორე ხარისხოვანი ეპიზოდი, რის შედეგადაც სიუჟეტი გამარტივდა და მოქმედებები დროში დაჩქარდა. სახეცვლილება განიცადა მთავარმა პერსონაჟმა, ტოსკამაც.

პრემიერა 1900 წლის 14 იანვარს, რომში, კონსტანცას თეატრში გაიმართა.

პუჩინის „ტოსკა“ ვენის ოპერაში - რეპორტაჟი ავსტრიის დედაქალაქიდან

ევროპული კულტურის ერთ-ერთი მთავარი ქალაქი ვენა, რომელიც გადავსებულია მუზეუმებითა და სასახლეებით, უამრავი ღირსშესანიშნაობით ამახსოვრებს სტუმარს თავს, თუმცა მაინც გამორჩეულია ვენის სახელმწიფო ოპერის თეატრი. ამ ისტორიულ და ერთ-ერთ წამყვან თეატრში ნებისმიერ სპექტაკლზე დასწრება ბედის საჩუქარია, არაჩვეულებრივი ემოცია და დაუვიწყარი შთაბეჭდილებაა.   ცოტა რამ ვენის ოპერაზე ვენის სახელმწიფო ოპერა მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი მისამართია. 1918 წლამდე ვენის სამეფო […]