ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი, დევიდ დუხოვნი საზოგადოების წინაშე მოულოდნელი იმიჯით გამოჩნდა. 65 წლის ვარსკვლავმა ფილმისთვის ქალის როლი მოირგო.
ლოს-ანჯელესში, ფილმის, Soapbox-ის გადასაღებ მოედანზე დუხოვნი ქერა პარიკში და მაქმანებიან კაბაში დააფიქსირეს. მსახიობი კარგ განწყობაზე იყო და საკუთარ იმიჯზე თავადაც ეცინებოდა.
ფილმი, რომლის თანასცენარისტიც თავად დუხოვნია, ასაკოვანი ადამიანის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც აბსურდულ სიტუაციებში აღმოჩნდება.
საინტერესოა, რომ კინოსურათში ასევე მონაწილეობს დუხოვნის 26 წლის ქალიშვილი უესტ დუხოვნი, რომელიც მას ყოფილ მეუღლესთან, ტეა ლეონთან ქორწინებიდან ჰყავს.
64 წლის დევიდ დუხოვნი 33 წლის კონსულტანტზე დაქორწინდა, რომელიც დესერტების მაღაზიაში გაიცნო
მეგ რაიანი და დევიდ დუხოვნი ახალ რომანტიკულ ფილმში „რა იქნება მერე?“ – პირველი თრეილერი