ქეით მიდლტონი ქიმიოთერაპიის დასრულების შემდეგ, საჯაროდ პირველად გამოჩნდა. მან მეუღლესთან, პრინც უილიამთან ერთად საუთპორტში სასწრაფო დახმარების ცენტრი მოინახულა. უელსის პრინცესა საშემოდგომო ანსამბლში საოცრად გამოიყურებოდა, მას ყავისფერი პალტო კოპლებიან კაბასთან ჰქონდა შეხამებული და მომღიმარი სახით ესალმებოდა ცენტრის თანამშრომლებს.
ცნობისთვის, ქეით მიდლტონმა ცოტა ხნის წინ ოფიციალურად განაცხადა ქიმიოთერაპიის დასრულების შესახებ. მალევე ცნობილი გახდა, რომ პრინცესა საჯარო გამოსვლებს განაახლებდა.
ქიმიოთერაპიის დასრულების შემდეგ, ქეით მიდლტონი სიმსივნესთან მებრძოლ 16 წლის გოგონას შეხვდა
სიმსივნესთან მებრძოლი ქეით მიდლტონი გამოჯანმრთელების გზაზეა