“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი კობა ნაყოფიამ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში მოინახულა.
ნაყოფიამ რუსთავის ციხე ცოტა ხნის წინ დატოვა. მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სჭირდება მკურნალობა და დამატებითი კვლევები, თუმცა მასთან ექიმებს არ უშვებენ.
„გამოხატულად აღენიშნება ნევროლოგიური პრობლემები. პასუხი ამ დრომდე არ აქვთ იმ უცხოელ მედიკოსებს, რომლებიც ელოდებიან ნებართვას მესამე პრეზიდენტთან შესვლის – უცხოეთიდან არის რამდენიმე ექიმთან კომუნიკაცია, რომლებიც უნდა შევიდნენ მიხეილ სააკაშვილთან, მაგრამ არ არის პასუხი დაუშვებენ თუ არა მათ, ისევე როგორც მის პირად ექიმს – განაცხადა კობა ნაყოფიამ.
ის ივანიშვილის ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ რეაგირების გარეშე არ დარჩება მესამე პრეზიდენტის გარშემო მიმდინარე მოვლენები და პირველ რიგში, სწორედ ხელისუფლება უნდა იყოს დაინტერესებული მისი ჯანმრთელობით.
“მან თქვა, რომ თუ არ იქნებიან დაშვებული ექიმები მასთან, ის იძულებული გახდება ისევ მიმართოს პროტესტის უკიდურეს ფორმას და დაიწყოს შიმშილობა “- თქვა კობა ნაყოფიამ.
მესამე პრეზიდენტი ამჟამად აქტიურად მუშაობს ეკონომიკურ პროგრამაზე, რომელიც უახლოეს ხანებში დასრულდება და საზოგადოებისთვისაც ცნობილი გახდება.
რატი იონათამიშვილი: სააკაშვილი თავს აღმაშენებელს ადარებს, მაგრამ სინამდვილეში ბერიასავით იქცევა