LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი იონათამიშვილი: სააკაშვილი თავს აღმაშენებელს ადარებს, მაგრამ სინამდვილეში ბერიასავით იქცევა

149
მიშა და რატი იონათამიშვილი

„მიხეილ სააკაშვილი თავს დავით აღმაშენებელს ადარებს ხოლმე, მაგრამ სინამდვილეში ბერიასავით იქცევა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა და თქვა, რომ ექსპრეზიდენტის მხრიდან „შავი სიების“ წერა კომიკურია.

ამ განცხადებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატი,ე.წ შავი სიების შექმნასთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„არ გამოვრიცხავ, სიაში საკუთარი თანაგუნდელებიც შეიყვანოს, – თქვა რატი იონათამიშვილმა. დეპუტატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის „შავი სიების“ შექმნის ინიციატივა მის ძალადობრივ ბუნებაზე მიანიშნებს.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, იონათამიშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი საგამოძიებო კომისიის შექმნაში პრობლემას ვერ ხედავს, ისევე როგორც ვერ ხედავს პრობლემას მის არშექმნაში.

მისი თქმით, კომისიის შექმნის იდეას ჯერჯერობით ოპოზიციის მხარდაჭერა არ აქვს.

„გვახსოვს, რომ სულ ცოტა ხნის წინ სააკაშვილი საკუთარ თანაპარტიელებს პარლამენტის დატოვებისაკენ მოუწოდებდა, ახლა კი ფაქტობრივად ნებისმიერ საკითხზე საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოუწოდებს. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს მის არათანმიმდევრულობასა და უპასუხისმგებლობაზე.

ჩვენ პრობლემას არშექმნაში და არც შექმნაში ვერ ვხედავთ, ერთი რაც ცხადია ის არის, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას ჯერჯერობით თვითონ ოპოზიციის მხრიდან არ აქვს მხარდაჭერა. სხვა შემთხვევაში ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები მაღალი სტანდარტით არის დაცული, ამ მხრივ კითხვები არ არსებობს.

„ნაცმოძრაობა“ ხელოვნურად ცდილობს საკითხების დაძაბვას, მაგრამ არ გამოსდის, დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქნება თუ არა ეს ფაქტი დარჩება უცვლელი“, – განაცხადა დეპუტატმა.

იონათამიშვილი ასევე ყოფილი პრეზიდენტის ელექტროენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სააკაშვილს და „ნაცმოძრაობას“ კორუფციაზე საუბრის უფლება არ აქვს.

შევქმნათ პარლამენტის მეორე, საგამოძიებო კომისია ელექტროენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებით: მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი გიორგი გახარიას პარტიას კითხვით მიმართავს, შეუერთდებიან თუ არა ისინი ასეთ თემაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას.

„მე ვურჩევდი სააკაშვილს კორუფციაზე საუბარი საკუთარი კორუფციული სქემებიდან დაიწყოს. ვის ვის და მიხეილ სააკაშვილს და „ნაცმოძრაობას“ არც მორალური და არც სამართლებრივი უფლება არ აქვს ამ თემებზე ისაუბროს, იქიდან გამომდინარე თუ რამდენად კორუმპირებული მთავრობა იყო“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

magti 5g