LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოკითხულთა 10% ყოფილი საბჭოთა კავშირის სისტემას უჭერს მხარს – NDI

1272x920design_03

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკითხულთა 53% დასავლური სტილის დემოკრატიულ რესპუბლიკას, 10% ყოფილი საბჭოთა კავშირის სისტემას, 10% კი, ძლიერ ავტორიტარულ სისტემას უჭერს მხარს.

NDI-ს კითხვაზე, რომელი პოლიტიკური სისტემაა საქართველოსთვის ყველაზე შესაფერისი, გამოკითხულთა 53%-მა უპასუხა, რომ დასავლური სტილის დემოკრატიული რესპუბლიკა. გამოკითხულთა 11% ფიქრობს, რომ საქართველოსთვის შესაფერისია სისტემა, რომელსაც ბევრი საერთო აქვს საბჭოთა სისტემასთან, მაგრამ უფრო დემოკრატიული და ბაზარზე ორიენტირებულია.

გამოკითხულთა 10% ყოფილი საბჭოთა კავშირის სისტემას უჭერს მხარს; ასევე 10% უჭერს მხარს ძლიერ ავტორიტარულ სისტემას, რომელიც წესრიგს თავისუფლებაზე მაღლა აყენებს.

გამოკითხულთა 2% კი მონარქიის ან ავტოკრატიის მომხრეა, სადაც მმართველობა თაობიდან თაობას გადაეცემა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი 2,1%-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები