LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოკითხულთა 52%-ის აზრით, ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა – NDI

55

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 52% ეთანხმება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ, ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა.

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 43% მოსაზრებას იმის შესახებ, რომ, ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, არ ეთანხმება. გამოკითხულთა 5% აცხადებს, რომ აღნიშნული არ იცის.

ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 30% მიიჩნევს, რომ საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოებას ყველაზე უკეთ აშშ უზრუნველყოფს.

კითხვაზე, რომელი ქვეყანა უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე უკეთ, NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის 17% აცხადებს, რომ არ იცის, 16% აცხადებს, რომ საქართველო, 13% – აცხადებს, რომ რუსეთი უზრუნველყოფს, ხოლო 13% აცხადებს, რომ საქართველოს უსაფრთხოებას არცერთი ქვეყანა არ უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი – 4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.

საშუალო ცდომილების ზღვარი 2-3%-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g