„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 72 პროცენტი მომავალ არჩევნებში ახალი პოლიტიკური პარტიების ხილვას ისურვებდა.
კვლევის თანახმად, 22 პროცენტი ამჟამინდელი არჩევანით კმაყოფილია, ხოლო 7%-მა არ იცის/არ პასუხობს.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 42 პროცენტის ინტერესებს არცერთი პარტია გამოხატავს. 24 პროცენტი პასუხობს, რომ არის ერთი პარტია მაინც, რომელიც სრულად წარმოადგენს მის ინტერესებს.
ხოლო გამოკითხულთა, 32 პროცენტი ამბობს, რომ არის ერთი პარტია მაინც, რომელიც მეტ-ნაკლებად მის ინტერესებს წარმოადგენს.
IRI-ის დაკვეთით კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში. საველე სამუშაოები კომპანია IPM-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით რესპონდენტთა სახლებში. მრავალეტაპიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა 1500 სრულწლოვანი მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია.