ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სამხედრო ძალის თვალსაზრისით, რუსეთი უფრო ძლიერია, ვიდრე აშშ.
კითხვაზე, თქვენი აზრით, რომელი ქვეყანაა უფრო ძლიერი სამხედრო თვალსაზრისით – რუსეთი თუ აშშ, პასუხები ასე გადანაწილდა, გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ რუსეთი, 36% – აცხადებს, რომ აშშ, 15%-ის აზრით, თანაბარი სიძლიერის არიან, ხოლო 8% აცხადებს, რომ არ იცის.
აღსანიშნავია, რომ ეს კითხვა კვლევების განმავლობაში პირველად დაისვა.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9%.