LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამორჩეულია მისი როლი საქართველოს მიერ კოვიდპანდემიის წარმატებულად მართვაში“ – ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ

148
ბიძინა ივანიშვილი

იმუნოლოგის, პროფესორის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე მწუხარებას გამოთქვამენ.

„დღეს ყველანი ჭირისუფლები ვართ… თენგიზ ცერცვაძემ, ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის ეპოქა შექმნა“ – კოლეგები თენგიზ ცერცვაძეს ემშვიდობებიან

ბიძინა ივანიშვილის და ეკატერინე ხვედელიძის სამძიმრის წერილს „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ქართველი იმუნოლოგის, პროფესორის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო.

დიდია ბატონი თენგიზის წვლილი ქართული მედიცინის განვითარებაში, რაც აღიარებულია არამარტო ეროვნულ, არამედ საერთაშორისო დონეზეც – ის გახლდათ ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების წევრი.

გამორჩეულია მისი როლი საქართველოს მიერ COVID-19-ის პანდემიის წარმატებულად მართვაში. ბატონი თენგიზი, კოლეგებთან ერთად, ყოველთვის იდგა ქართული საზოგადოების ჯანმრთელობის სადარაჯოზე და გამონაკლისი არც პანდემიასთან ბრძოლა იყო.

გულწრფელად თანავუგრძნობთ შესანიშნავი პიროვნებისა და პროფესიონალის, ღირსების ორდენისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერის, თბილისის საპატიო მოქალაქის – თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალებას მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს და ჩვენს საზოგადოებას“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

„ამ ადამიანის მასშტაბს მივხვდი ერთი უბრალო ისტორიით… მძიმე ინფექციურ ავადმყოფთან რომ პირბადის გარეშე შევიდა… რომ მას გადარჩენის ბრძოლის რწმენა გასჩენოდა და არა ,,სასიკვდილოდ მონიშნულის“ ხელჩაქნეულობა… “ – რა ისტორიას იხსენებს ანი ჭანკოტაძე თენგიზ ცერცვაძეზე

ბიძინა ივანიშვილის და ეკატერინე ხვედელიძის სამძიმრის წერილი ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ქართველი იმუნოლოგის,…

Posted by ქართული ოცნება / Georgian Dream on ხუთშაბათი, 01 აგვისტო, 2024

„იშვიათად იბადებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ცდებიან თავის პროფესიულ საქმიანობას და მთლიანად საზოგადოებაში იწვევენ განსაკუთრებულ ნდობას – თენგიზ ცერცვაძე მსოფლიო დონის ექიმი და მეცნიერი იყო“ – შალვა პაპუაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები