LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამორიცხულია, ჩვენგან გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც მათ ბიომასას უწოდებს, ეს არის განსხვავება ჩვენ შორის: სუბარი

54
სოზარ სუბარი

“ჩვენ ვერასდროს მივცემთ ჩვენს თავს უფლებას, საქართველოს თუნდაც ერთ მოქალაქეს ვუწოდოთ ბიომასა, არათუ საქართველოს ათეულობით ათას მოქალაქეს და მათ ოჯახებს.” – ასე გამოეხმაურა მმართველი პარტიის წევრი სოზარ სუბარი განცხადებებს, რომლებიც გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მიერ გაკეთდა.

სუბარმა “რუსთავი 2-თან” კიდევ ერთხელ ისაუბრა “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრის მთავარ მიზანზე და თქვა, რომ ამ შეკრების დანიშნულება იყო, მათ მომხრეებს კიდევ ერთხელ ეგრძნოთ ძალა, რომელიც მმართველ გუნდშია:

“აქცია, დემონსტრაცია, პოლიტიკური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, მაგრამ ზუსტად იმისთვის, რომ ჩვენს მომხრეებს კიდევ ერთხელ ეგრძნოთ ის ძალა, რომელიც არის “ქართულ ოცნებაში” და კიდევ ერთხელ ყოფილიყო აპელირება იმ ღირებულებებზე, რომლითაც ასე განვსხვავდებით ჩვენ ჩვენი მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგისგან, იმითი, რომ რამდენი ადამიანიც უნდა შეიკრიბოს მეორე მხარეს და რაც უნდა ჩაიდინონ, გამორიცხულია, ჩვენგან გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც მათ ბიომასას უწოდებს და მათ თავისუფლად შეუძლიათ 150 ათასს ადამიანს უწოდონ ბიომასა. ეს არის განსხვავება ჩვენ შორის…

განსხვავდებიან ჩვენი მხარდამჭერები და ლიდერები. მართლაც მენტალური და მსოფლმხედველობრივი განსხვავებაა, რადგან ჩვენ ვერასდროს მივცემთ თავს უფლებას, საქართველოს თუნდაც ერთ მოქალაქეს ვუწოდოთ ბიომასა არათუ, ათეულობით ათას მოქალაქეს და მათ ოჯახებს.” – განაცხადა სუბარმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g