LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოსაშვები გამოცდების გაუქმებაზე კანონპროექტი კენჭისყრაზე განმეორებით დადგება – განათლების უწყება

176
gamosashvebigamocdebi

განათლების მინისტრის პირველი მოადგილის, ნათია ზედგინიძის განცხადებით, სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ კანონპროექტზე კენჭისყრა, განმეორებით, მესამე მოსმენით ისევ მოხდება.

ზედგინიძის თქმით, პარლამენტში ამ კანონპროექტის განხილვა, ისევ დაჩქარებული წესით მოხდება.

“პარლამენტის დადგენილი რეგლამენტით, შესაძლებელია და უახლოეს მომავალში აღნიშნული კანონის პროექტს გუნდი დააყენებს კენჭისყრაზე მესამე მოსმენით. რაც შეეხება თავად კანონის პროექტს, ეს გახლავთ, ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი, რომელიც გულისხმობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ან სკოლებში გამოსაშვები გამოცდების, ე.წ კატის გამოცდების გაუქმებას. ამიტომ უახლოეს მომავალში მოხდება დადგენილი რეგლამენტითა და წესების სრული დაცვით, განმეორებით მესამე კენჭისყრა”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

"საგანგაშო არაფერია" - მარიამ ჯაში მოსწავლეებს მიმართავს

მარიამ ჯაში დარწმუნებულია, რომ კანონპროექტს მხარს დაუჭერენ.

პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებდა, მესამე მოსმენით კენჭისყრის დროს ჩააგდო. კანონპროექტს მხოლოდ 54 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

საკითხს პარლამენტი მთავრობის თხოვნით დაჩქარებული წესით იხილავდა.

პოპულალურები