LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გამოუსწორებელი ზარალია სამედიცინო საზოგადოებისთვის…” – ომსკში ნავალნის მიმღები კლინიკის კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

135
BeFunky-collage

ომსკის სასწრაფო დახმარების ნომერ პირველი საავადმყოფოს ტრავმატოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი რუსტამ აგიშევი 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა Тайга.инфо ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ექიმის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად ინსულტი სახელდება.

“რუსტამ აგიშევი იყო ნიჭიერი ექიმი, პასუხისმგებლიანი, მაღალი ზნეობრივი და ეთიკური თვისებების მქონე ადამიანი. ეს არის გამოუსწორებელი ზარალი მთელი სამედიცინო საზოგადოებისთვის…” – აცხადებს კლინიკის ხელმძღვანელი ევგენი ოსიპოვა.

ცნობისთვის, თებერვალში ამავე საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე სერგეი მაქსიმიშინი გარდაიცვალა. 55 წლის მედიკოსის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად კი გულის შეტევა დასახელდა.

ომსკის საავადმყოფოში უგონოდ მყოფი რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 2020 წლის აგვისტოში შეიყვანეს. მის ოჯახს ორი დღის შემდეგ მისცეს პაციენტის გერმანიაში გადაყვანის უფლება. ბერლინის კლინიკაში ალექსეი ნავალნი კომიდან 7 სექტემბერს გამოიყვანეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g