LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გამოვარდა მანქანა და ავყირავდით, დაჯახების შემდეგ არ მახსოვს არაფერი” – რუსთავში ავარიის დროს მიკროავტობუსი ამობრუნდა, დაშავდა 5 ადამიანი

119
რუსთავიავარია

რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მერსედესის მარკის სამგზავრო მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ, შედეგად მიკროავტობუსი ამობრუნდა. შემთხვევის დროს 5 მგზავრი დაშავდა, ისინი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.

ინფორმაციას და შემთხვევის ადგილიდან კადრებს “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

მომხდარის შესახებ კომენტარი გააკეთა გარდაბანი-თბილისის სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლმა, თუმცა დეტალები ვერ გაიხსენა.

“მოვდიოდი ჩვეულებრივად, გამოვარდა მანქანა და ავყირავდით, დაჯახების შემდეგ არ მახსოვს არაფერი”, – აცხადებს მძღოლი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g