LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ოჯახებს 200 ლარის ოდენობის თანხა დაურიგდებათ

97
33301B8E-75C2-4366-B621-E3EBBD13F792-w1023-r1-s

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს განცხადებას, სადაც მინისტრი ვაუჩერების დარიგების საკითხს ეხმაურება.

ქეთევან ციხელაშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია სპეციალური აღნიშნულ სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის  საქმიანობის გაგრძელება და  სახელმწიფო მომავალში კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით გააგრძელებს მუშაობას ამ მიმართულებით.

„გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში 14 000-მდე ოჯახი მიიღებს 200 ლარიან ვაუჩერს, გათბობით უზრუნველყოფისათვის მიმდინარე ზამთარში. იცით, რომ სახელმწიფო ამ ტიპის დახმარებას, ამ ოჯახების მიმართ უკვე 2013 წლიდან ახორციელებს და ეს არის ერთ-ერთი ის საშუალება, რითაც ჩვენ ვცდილობთ, რომ გვერდში დავუდგეთ ჩვენ მოქალაქეებს, რომლებიც ჩადიან ყოველდღიურ გმირობას მავთულხლართების და დაბრკოლებების მიუხედავად, არ ტოვებენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებს.  ჩვენ განვითარებით, გვერდში დგომით, დიპლომატიური, სამართლებრივი და ყველა შესაძლო მექანიზმით ვუპასუხებთ, ამას და აუცილებლად მივაღწევთ რომ საბოლოოდ აი ეს მახინჯი დაბრკოლებები დაიშალოს საქართველოს შუაგულში“, – აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

“ფაქტობრივად მძევლის მდგომარეობაშია მოსახლეობა… დრო არ ითმენს… თქვენი ეთერიდან მინდა მოვუწოდო” – ქეთევან ციხელაშვილი

მთავრობის გადაწყვეტილებით, გამყოფ ხაზთან მცხოვრებლებს 200 ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ. ვაუჩერის ნაცვლად კი 200 ლარის ოდენობით თანხა გადაეცემათ იმ ოჯახებს, რომლებიც ბუნებრივი აირით ჯერჯერობით ვერ სარგებლობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები