მორიგი პროვოკაციული ნაბიჯი, რამაც ევროკავშირის მონიტორებს თავიანთი მისიის შესრულებაში ხელი შეეშალათ – სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი “ფორტუნას” “დღის თემაში” აცხადებს, რომ დამკვირვებლებს მიზანმიმართულად შეეშალათ ხელი საქმიანობაში.
“მათ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს აქვთ მანდატით განსაზღვრული საქმიანობის უფლება. ცხადია, მათი გათავისუფლება მოხდა, მაგრამ მძიმეა, რომ შეაფერხეს. ევროკავშირის სპეციალური წარმოდგენელი ამ საკითხებზე მოსკოვში დაგეგმილ შეხევდრაზე საუბარს აპირებს.
ოსურმა მხარემ ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე დამკვირვებელი დააკავა
ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ეხმაურება
ამ წუთებში დასრულდა და ლაივ რეჟიმში კეთდება განცხადებები ერგნეთის შეხვედრაზე, სადაც რამდენიმე ტექნიკური საკითხი განიხილებოდა, თუმცა მთავარი თემა ბოლო ინციდენტი და ახალგორის მიმართულებით გადაადგილების აღდგენა იყო”, – აცხადებს ციხელაშვილი.
სახელმწიფო მინისტრი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ასობით და ათასობით მოქალაქისთვის აუცილებელია გადაადგილების საკითხის მოგვარება.
“ეს სასიცოცხლო საჭიროებებს უკავშირდება. ამას პირდაპირ უკავშირებენ ჩორჩანას თემას და ფაქტობრივად მძევლის მდგომარეობაშია მოსახლეობა. ჩვენი მოთხოვნა ნებისმიერი არხით – არაფორმალური ორმხრივი კომუნიკაცია იქნება ეს თუ ჟენევის ფორმატი ან ტექნიკური შეხვედრა, არის გზის გახსნა.
ძალიან ეშლებათ ხელი, როგორც ქართველებს, ისე ოსებს. ჯანდაცვის საჭიროებაა, გარკვეული პროდუქტებით უზრუნველყოფა, მედიკამენტები, აღარ ვსაუბრობ, რომ ოჯახებია გაყოფილი და ფუნდამენტური უფლებები იღვევა.
არაღიარებული რეჟიმი ევროკავშირის დამკვირვებლებს ბრალდებას უყენებს
ეს ის თემებია, რომელიც ყველა ფორმატში განიხილება, ვიდრე არ იქნება გამოსავალი. გამოსავალი ახალგორთან მიმართებაში ისაა, რომ გაიხსნას გზა”, – ამბობს მინისტრი.
“ფორტუნას” შეკითხვაზე, რა ბერკეტებს იყენებს სახელმწიფო ამ პრობლემების მოსაგვარებლად, ქეთან ციხელაშვილი პასუხობს:
“ჩვენ საქმე გვაქვს ოკუპაციასთან, რომელიც მავთულხლართებით და ტანკებით გვიპირისპირდება.
ჩვენ რომ ვამბობთ, ყველაფერს ვაკეთებთ, ეს ნიშნავს შემდეგ ნაბიჯებს – დაწყებული განცხადებებიდან და შეფასებებიდან მძიმე ინტენსიური სამუშაობით დასრულებული. ეს კი მუდმივ კომუნიკაციას მოიცავს ყველა იმ აქტორთან, ვისაც შეუძლია სიტუაციის გაუმჯობესებაში წვლილის შეტანა.
სჯობს, გამოსავალი დღეს ყოფილიყო, მაგრამ ეს არ არის.
არის სივრცე მოლაპარაკებებისთვის და მზაობას გამოვთქვამთ, რომ იგივე ტექნიკური თუ სხვა შეხვედრის ფარგლებში, გავაგრძელებთ ამ საკითხებზე მუშაობას.
დრო არ ითმენს, მე მესმის. არა მხოლოდ ინციდენტები, არამედ ახალგორის საკითხიც, ყოველდღე მძიმდება მათი მდგომარეობა.
თქვენი ეთერიდანაც, საჯაროდაც მინდა, მოვუწოდო ამ პირებს, გააცნობიერონ უზარმაზარი ჰუმანიტარული ფასი და ზარალი, რასაც იღებს მოსახლეობა, რასაც იღებს ნებისმიერი ადგილობრივი იმ მძიმე სადამსჯელო ზომით, რაც არის გზის ჩაკეტვა“, – განაცხადა ციხელაშვილმა.